ფეხბურთი

18:17 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” სუარესის იჯარა სურს

მილანის “ინტერი” განაგრძობს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას. ამჯერად “ნერაძური” მადრიდის “ატელტიკოს” ნახევარმცველ მარიო სუარესს უმიზნებს. იტალიელებს სურთ ესპანელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ინათხოვრონ და მზად არიან იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადონ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელ იჯარაში შეიძლება ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმადაც “ინტერს” ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება ექნება. სუარესის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში მარიომ “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და თავი თითი-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.115931