კალათბურთი

17:18 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, ვინც 24 000 ქულა ჩააგდო

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, ვინც 24 000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.

“მეფემ” აღნიშნულს 30 წლის და 17 დღისამ მიაღწია. კობი ბრაიანტმა 24 000-ქულიან ნიშნულს 31 წლის და 75 დღის ასაკში მიაღწია.

ჯეიმსმა “კლიპერსთან” (126:121) მოგებულ მატჩში 32 ქულა ჩააგდო. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის ჯეიმსი 24 002 ქულით 23-ე ადგილზეა.

0.118004