ფეხბურთი

11:42 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” სონგისთვის 11.5 მილიონს გამოყოფს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონადან” ლონდონის “ვესტ ჰემში” განათხოვრებული ალექს სონგი შესაძლოა “ლივერპულში” აღმოჩნდეს. “მერსისაიდელები” მზად არიან ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 11.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ და მოლაპარაკება წამოიწყონ.

კამერუნელი ნახევარმცველისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს. აგრეთვე ცნობილია, რომ ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელის თამაშით “ჩაქუჩები” კმაყოფილები არიან და კონტრაქტის გამოსყიდვაც სურთ.

ფეხბურთელმა კამერუნის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა 27 წლის ასაკში უკვე შეწყვიტა და შესაბამისად, მთლიანად საკლუბო საქმეებზე იქნება კონცენტრირებული. მიმდინარე სეზონში სონგმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა.

0.114971