ჭადრაკი

1:24 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ბოლო ადგილზე რჩება

1 ყაიმი და 5 მარცხი – ასეთი შედეგი აქვს საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას (2727), რომელიც ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობს.

შეჯიბრის მე-6 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით აშშ-ს სახელით მოთამაშე უესლი სოსთან (2762) დამარცხდა და 0.5 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.

მე-7 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ბაადური შავებით პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკს (2744) ეთამაშება, რომელიც მოულოდნელად კარგად ირჯება და 4.0 ქულით მე-2 ადგილზეა.

ვოიტაშეკის დარი მონაგარი აქვთ ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს (2862) და ხსენებულ სოს, ერთპიროვნული ლიდერი კი უკრაინელი ვასილი ივანჩუკია (2715), რომლის აქტივშიც 4.5 ქულაა.

0.111004