ფეხბურთი

22:13 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი ერთი “გურნიკიდან” მეორეში

გიორგი ალავერდაშვილი 2015 წლის პირველ რიცხვებში ლეჩნას "გურნიკში" ვარჯიშობდა, ახლა კი ზაბჟეს "გურნიკს” შეუერთდა, რომელიც პოლონეთის უმაღლეს ლიგაში მეექვსე ადგილზეა.

27 წლის ალავერდაშვილი ბოლოს რუსთავის “მეტალურგში” იყო, მანამდე კი ლიტვაში გოლების სიმრავლით გამოირჩეოდა: სამ სხვადასხვა გუნდში იყო და 30 მატჩში 23 გოლი მიითვალა.

ვნახოთ, დარჩება თუ არა ალავერდაშვილი ზაბჟეს “გურნიკში”.

0.125183