ჩხოროწყუს “სამეგრელოს” რომ დიდი გეგმები აქვს და მეორე წრისთვის სერიოზულად ემზადება, “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა. დღეს კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მეორე წრიდან “სამეგრელოს” გამოცდილი ფეხბურთელი ზაალ ელიავა გააძლიერებს.
ელიავას სხვადასხვა დროს თბილისის “მერანის”, თბილისის “თბილისის”, რიგის “სკონტოს”, თბილისის “ლოკომოტივის”, თბილისის “დინამოს”, “ზესტაფონის”, ბოლნისის “სიონის” და ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში უთამაშია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 8 მატჩი აქვს ჩატარებული.
“სამეგრელომ” მეორე წრის დაწყებამდე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - 27 წლის ნახევარმცველი ამირან წაბრია. გუნდი პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და პირველ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
tipma 6/3 moigo pirveli seti dzan advilat da 0/5 agebs 15 wutshi mere sets ubralot gaugebaria an ar unda tamashi an fsikologi jirdeba rom perivit da klijanivit xasietis motamashet ar chamoyalivdes
codvilobs isev basila ex basil basil