ჩოგბურთი

19:58 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მელბურნში წილი ყარეს

ავსტრალიის ღია პირველობის მორიგი გათამაშება სტარტს 19 იანვარს აიღებს, 1-ელ თებერვალს კი “მწვანე კონტინენტის” წლევანდელი ყველა ჩემპიონის ვინაობა გვეცოდინება. მელბურნში წილისყრა ჩატარდა, რის შემდეგაც ტურნირის ბადე და შეჯიბრების ფავორიტთა საპირველწრეო მეტოქეები გაირკვა.

რეიტინგსიის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველ წრეში კვალიფიკაციის გამარჯვებულს შეხვდება. როჯერ ფედერერის (2) საწყისი ოპონენტი ტაივანელი ლუ იანსუნუ იქნება, რაფა ნადალი (3) კი მიხაილ იუჟნის გაეჯიბრება.

სტენ ვავრინკა (შვეიცარია, 4) – მარსელ ილხანი (თურქეთი)

კეი ნიშიკორი (იაპონია, 5) – ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი)

ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი, 6) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი, 7) – ალეხანდრო ფალია (კოლუმბია)

მილოშ რაონიჩი (კანადა, 8) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელ ფინალში სტენ ვავრინკამ რაფა ნადალს სძლია.

ქალთა ტურნირის პირველ ნომრად განთესილი სერენა უილიამსი სასტარტო მატჩში ბელგიელ ელისონ ვან უიტვანკს გაეჯიბრება, მარია შარაპოვა (რუსეთი, 2) კვალიფიკაციაში მოგებულს შეხვდება, რუმინელი სიმონა ხალეპი (3) კი იტალიელ კარინ კნაპს დაუპირისპირდება.

პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 4) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

ანა ივანოვიჩი (სერბეთი, 5) – კვალიფიკაციის გამარჯვებული

აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 6) – კურუმი ნარა (იაპონია)

ეჟენი ბუშარი (კანადა, 7) – ანა-ლენა ფრიძამი (გერმანია)

კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 8) – ტეილორ თაუნსენდი (აშშ)

ქალთა ერთეულთა ტურნირის შარშანდელ ფინალში ჩინელმა ნა ლიმ (მან კარიერა შარშანვე დაასრულა) სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას სძლია.

0.129342