ბერლინის “ჰერტას” აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ჰანი მუხთარი კარიერას ლისაბონის “ბენფიკაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
19 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა “არწივებთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა. ოფიციალურად “ბენფიკას” მუხთარში გადახდილი თანხა არ დაუსახელებია, თუმცა პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი “არწივებს” 500 000 ევრო დაუჯდათ. ჰანის სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონი ევროა.