ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და “საუთჰემპტონის” ნახევარმცველ მორგან შნეიდერლინს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს და 3-დან 4 კვირის განმავლობაში უქმად ყოფნა მოუწევს.
წინა სეზონისგან განსხვავებით (36 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), 25 წლის ფეხბურთელი კარგად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.