ფეხბურთი

17:00 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან 8.5 მილიონს ითხოვს

“პარი სენ ჟერმენის” ყოფილი სპორტული დირექტორი ბრაზილიელი ლეონარდო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას კომპენსაციის სახით 8.5 მილიონ ევროს სთხოვს.

ლეონარდოს 2013 წლის 8 მაისს პსჟ-ს და “ვალანსიენის” ლიგა ერთის მატჩის შემდეგ მსაჯთან ინციდენტი მოუვიდა, გასახდელისკენ მიმავალ ალექსანდრე კასტროს მხარი ჰკრა და ამის გამო ფრანგებმა სამხრეთამერიკელი 14 თვით დასაჯეს. შესაბამისად, ლეონარდოს პარიზული კლუბის დატოვება ნაადრევად მოუწია.

კლუბთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო, “მილანის” და “ინტერის” ყოფილი დამრიგებელი ფრანგებს 8.5 მილიონს ედავება.

თეგებილეონარდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112331