ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი დანი უელბეკი “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩს ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა დაადასტურა.
“ფეხბურთელი ჯერჯერობით მზად არაა. უელბეკი ტკივილს კვლავ განიცდის. ასე რომ, ცოტახანს მოცდა მოგვიწევს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.
24 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა აღნიშნული დაზიანება “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში მიიღო და დღემდე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
მიმდინარე სეზონში უელბეკმა ჩრდილოლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.