ჭადრაკი

23:28 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ისევ წააგო

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2727) ძალიან წარუმატებლად თამაშობს ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, სადაც ხუთი ტურის თავზე მხოლოდ 0.5 ქულა გააჩნია და 14 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება.

მე-5 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ანიშ გირის (2784) დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა, 16 იანვარს კი თეთრებით ძალებს ამერიკელ უესლი სოსთან (2762) მოსინჯავს.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი უკრაინელი ვასილი ივანჩუკია (2715), რომლის აქტივშიც 4.0 ქულაა.

ვეიკ ან ზეეს საჭადრაკო ტურნირი. მე-5 ტური

ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2757) – ვან ველი (ჰოლანდია, 2667) 0.5:0.5

დინი (ჩინეთი, 2732) – ივანჩუკი (უკრაინა, 2715) 0.5:0.5

სარიჩი (ხორვატია, 2666) – რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2734) 0:1

გირი (ჰოლანდია, 2784) – ჯობავა (საქართველო, 2727) 1:0

სო (აშშ, 2762) – ჰოუ (ჩინეთი, 2673) 0.5:0.5

ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2744) – კარუანა (იტალია, 2820) 1:0

კარლსენი (დანია, 2862) – არონიანი (სომხეთი, 2797) 1:0

სატურნირო მდგომარეობა

4 – ივანჩუკი; 3.5 – ვოიტაშეკი, დინი; 3 – კარუანა, სო, კარლსენი, გირი; 2.5 – რაჯაბოვი, ვაშიე-ლაგრავე; 2 – სარიჩი; 1.5 – ვან ველი, არონიანი, ჰოუ; 0.5 – ჯობავა;

0.137637