ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორეში ქართველმა ფუტსალისტებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ქულის მოსაპოვებლად. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე მატჩშიც გაიტანა გოლი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სებისკვერაძემ, მის ანგარიშზე ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრაში 3 გოლია.
ქართველები მატჩის მეექვსე წუთზე სებისკვერაძემ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ გოლის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეტოქე აძლიერებდა შეტევას, რასაც 39-ე წუთზე მეზგერის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა.
2 ტურის შემდეგ საქართველოსა და შვეიცარიას თანაბარი ქულები აქვთ. ორივე გუნდმა პირველი ტურის მატჩში გამარჯვება მოიპოვა. ალიკ სარქისიანის გუნდმა 6:3 დაამარცხა ესტონეთი, ხოლო შვეიცარიამ 5:3 დაამარცხა ლიტვის გუნდი.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური17 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ლიტვას, შვეიცარია კი ესტონეთის გუნდს დაუპირისპირდება.
შვეიცარია – საქართველო 1:1 (0:1)
კაუნასი, “დარიუსის და ჟირენასის სპორტული ცენტრი”
შვეიცარია: ფელბერი (კაპიტანი), გონსალესი, სანტონა, ფაკინეტი, მეზგერი.
სათადარიგოები: კონსოლი, ტორნარე, ვიჰელმი, ლიკაი, რაბუდი, მარკოიანაკისი, პეტერა, რუგსეგერი.
მთავარი მწვრთნელი: დავიდ მეიერი
საქართველო: ბუკია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი (კაპიტანი), რონი, ტიკურიშვილი.
სათადარიგოები: კეპაშვილი, ჭანუკვაძე, ლუკავა, კობაიძე, თოდუა, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი
გოლები: 0:1 სებისკვერაძე (05:43), 1:1 მეზგერი (38:48)
მთავარი მსაჯი: სეპტიმუ ბურტესკუ (რუმინეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაბრუნდება ხალხი და ეშველება გუნდს!
დროზე მოდით გონზე
მაინც კოტრაწედაა ამათი საქმე.