ფეხბურთი

22:10 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ობრანიაკი “რიზესპორში” ითამაშებს

გამოცდილი პოლონელი ნახევარმცველი ლუდოვიკ ობრანიაკი სეზონის დარჩენილ ნაწილს თურქულ “რიზესპორში” ჩაატარებს. ტრანსფერი ბრემენის “ვერდერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომელსაც ობრანიაკის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის.

30 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში თამაში ძალიან იშვიათად უწევდა. ის მოედანზე სულ 3-ჯერ გამოჩნდა და ჯამში 66 წუთი ითამაშა, რამაც ბრემენის დატოვება გადააწყვეტინა. ლუდოვიკი თურქულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო შემდეგ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

ობრანიაკი “მუსიკოსების” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და 13 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.11555