ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. 51 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ გამოკითხვაში არტურ ჟორჟეს, მანუელ ჟოზეს და ჟოზე მარია პედროტოს აჯობა.
ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა კარიერის განმავლობაში 2 სხვადასხვა კლუბთან ერთად ორჯერ აქვს მოგებული (2004 წელს “პორტუში”, 2010 წელს “ინტერში”).
გარდა ამისა, იგი 4 სხვადსხვა ქვეყნის ჩემპიონია (პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის).