გერმანული “დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა ჰანს იოაჰიმ ვაცკემ გერმანულ მედიაში კომენტარი გუნდის ლიდერის მარკო როისის თაობაზე გააკეთა. ვაცკეს თქმით, როისი თავის მომავალს თავადვე გადაწყვეტს.
“ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ მარკო ჩვენს გუნდში დიდი ხნით დარჩება, მაგრამ თუ ის საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი არჩევანი იქნება”, - განაცხადა ვაცკემ.
მარკო როისს სხვადასხვა ევროპულ გრანდებს ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ. მას “დორტმუნდთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.