“სქაი სპორტ იტალიას” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელი ნახევარმცველი კრისტიან როდრიგესი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იტალიურ “პარმაში” ითამაშებს. “პარმა” წლევანდელ სეზონს ძალიან ცუდად ატარებს და სერია A-ში ბოლო ადგილზე იმყოფება.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა “ლა ლიგაში” მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.