როგორც metro იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” პსჟ-ს ბრაზილიელი ფეხბურთელის მარკინიოს შეძენას გეგმავს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელის შესაძენად ინგლისური კლუბი 38 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებს.
20 წლის ფეხბურთელი 2013 წელს “რომადან 31,5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა პსჟ-ში და ძირითად შემადგენლობაში თავიდანვე მოიპოვა ადგილი. მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.