ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტივენ უორნოკი “დერბი ქაუნთის” ფეხბურთელია. 33 წლის მცველმა სტივ მაკლარენის გუნდთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. გასული წლის დეკემბერამდე უორნოკი “ლიდს იუნაიტედში” თამაშობდა, კლუბში ყოფნის ბოლო პერიოდში კი ტრავმა აწუხებდა.
“კარგი ფეხბურთელით გავძლიერდით. მას ლიდერის თვისებები აქვს, საკმაოდ გამოცდილია და გუნდისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია”, - აღნიშნა სტივ მაკლაერნმა.
უორნოკი 2008-დან 2010 წლამდე თამაშობდა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. წლების მანძილზე გამოდიოდა პრემიერლიგის კლუბებში: “ლივერპულში,” “ბლექბერნსა” და “ასტონ ვილაში”.