ფეხბურთი

15:30 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” და “ლაციო” ბარტერს გეგმავენ

იტალიური გამოცემის “ტუტოსპორტის” ცნობით, შესაძლოა მილანის “ინტერმა” და რომის “ლაციომ” ფეხბურთელები გაცვალონ. რობერტო მანჩინის გუნდს “ლაციოს” 19 წლის სენეგალელი შემტევი კეიტა ბალდე შეუერთდება, ხოლო რომაელებს ბრაზილიელი ერნანესი, რომელიც “ნერაძურიში” სწორედ “ლაციოდან” გადავიდა წლის წინ. რობერტო მანჩინი ბრაზილიელ გამთამაშებელს ნაკლებად სწყალობს. დიდი ნდობით თავისი მწვრთნელისგან ვერც კეიტა სარგებლობს.

კეიტა ბალდეს სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მიმდინარე სეზონში 19 წლის აფრიკელმა სერია A-ში მხოლოდ სამჯერ ითამაშა. ერნანესმა კი “ინტერის” შავ-ლურჯი მაისური 13-ჯერ მოირგო.

0.113184