ფეხბურთი

14:08 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბორიელო შესაძლოა გენუაში დაბრუნდეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, “რომას” ფორვარდი მარკო ბორიელო შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “ჯენოაში” გადავიდეს. გენუელები გამალებით ეძებენ მაღალი კლასის ფორვარდს, რადგან მაურისიო პინილია ცოტა ხნის წინ “ატალანტაში” გაასხვისეს, ხოლო ალესანდრო მატრიმ ტრავმა მიიღო და გუნდს თვეზე მეტ ხანს ვერ დაეხმარება. თავის მხრივ, გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არც თავად ბორიელოა, რომელიც “რომას” შემადგენლობაში თითქმის ვერ ხვდება.

აღსანიშნავია, რომ მარკო ბორიელო “ჯენოას” ღირსებას ერთხელ უკვე იცავდა. 2007-2008 წლების სეზონში და 2012-2013 წლებშიც თამაშობდა. ჯამში მან ლიგურიელთა შემადგენლობაში 31 გოლის გატანა შეძლო.

0.120261