ფეხბურთი

12:52 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” პიანიჩით დაინტერესდა

“რომას” პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას განცხადებით “ლივერპულმა” რომაულ კლუბს ოფიციალურად მიმართა მირალემ პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით. bleacherreport.com –თან მიცემულ ინტერვიუში პალოტამ ამ თემაზე ისაუბრა.

“ფეხბურთი ბიზნესად იქცა. ვინც გამოთქვამს ჩვენი გუნდის ფეხბურთელის შეძენის სურვილს, შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევს. ოთხი წელია, რაც ბოსნიელი ჩვენს გუნდში თამაშობს, იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. ასე რომ “ლივერპულს” შესაბამისი თანხის გადახდა მართებს”, - აღნიშნა პალოტამ.

2011 წელს ბოსნიელი მოთამაშე “ლიონიდან” გადაბარგდა იტალიურ კლუბში. საინტერესოა, რომ ბოსნიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ლუქსემბურგის 17 და 19 წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110568