ფეხბურთი

2:13 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” და “პარმა” მეოთხედფინალში

იტალიის თასის მერვედფინალები დღეს ორი მატჩით გაგრძელდა. თავდაპირველად “პარმამ” “კალიარი” მიიღო, ხოლო ოდნავ მოგვიანებით “ტორინომ” “ლაციოს” უმასპინძლა.

იტალიის სერია A-ს გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გახდა ცნობილი. “პარმა” 45-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა გაბრიელ პალეტამ დააწინაურა. ნატურალიზებულმა იტალიელმა აკრობატულ ნახტომში ლამაზი გოლის გატანა შეძლო. სარდინიელებმა წონასწორობა 68-ე წუთზე აღადგინეს. გოლის გატანა ანდრეა კოსუმ მოახერხა. რობერტო დონადონის გუნდმა გამარჯვების მომტანი გოლი 84-ე წუთზე შეაგდო. ანდრეა რისპოლიმ სოლო რეიდი განახორციელა და მეკარე კოლომბის საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად და ზუსტად დაურტყა. ემილიური გუნდი შემდეგ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ვერონას” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დღის მეორე მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა “ლაციომ” “ტორინოს” ადვილად აჯობა. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. ახალგაზრდა კეიტა ბალდემ ტექნიკურად ითამაშა და პადელის შორეულ კუთხეში გაუტანა. რომაელებმა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლეს. თავი ამჯერად ვეტერანმა მიროსლავ კლოზემ გამოიჩინა, რომელმაც კატალდის გადაცემის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. “ტორინომ” ერთი ბურთის გაქვითა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოახერხა. მარტინესი მეკარე ბერიშასთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. მასპინძელთა იმედი შეხვედრის გადარჩენის შესახებ მალევე დაიმსხვრა. 55-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მეკარე პადელი გააძევა, ხოლო დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად კრისტიან ლედესმამ დაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. “ლაციო” მეოთხედფინალში “მილანს” დაუპირისპირდება.

“პარმა” – “კალიარი” 2:1 (1:0)

პარმა, “ენიო ტარდინი”

“პარმა” (3-5-2): მირანტე; მენდესი, ფელიპე (სანტაკროჩე 78), პალეტა; რისპოლი, მარიგა, გალოპა, ლილა (სოუზა 15), დე ჩელიე; ბიდაუი, კასანო (პოცი 70)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“კალიარი” (3-4-1-2): კოლომბი; გონსალესი, კონტი (კაპუანო 79), ბენედეტი; მურუ, დესენა, ბარელა, ჰუსბაუერი (დონსა 46); ფარიასი; კაპელო (საუ 56), კოპი

მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა

გოლები: 1:0 პალეტა (45), 1:1 საუ (68), 2:1 რისპოლი (84)

გაფრთხილება: ფელიპე (32), მარიგა (54) – მურუ (24), ბარელა (33), გონსალესი (58)

“ტორინო” – “ლაციო” 1:3 (0:2)

ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, გაცი, იანსონი (ფარნერუდი 61), ელ კადური, მოლინარო (კასტელაცი 57); მარტინესი, ამაური (მაქსი ლოპესი 46)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო (ბასტა 68), ნოვარეტი, კავანდა, რადუ; პაროლო (ტუნკარა 89), ლედესმა, ონაზი; კეიტა, კლოზე, კატალდი (პერეირინია 73)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 კეიტა (12), 0:2 კლოზე (28), 1:2 მარტინესი (48), 1:3 ლედესმა (57, პენ)

გაფრთხილება: ამაური (42), გაცი (77), მარტინესი (90) – კავანდა (52)

გაძევება: პადელი (55)

0.119158