კალათბურთი

23:40 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” ბოლო წამებზე წააგო

ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში გიორგი შერმადინის “კანტუმ” J ჯგუფის ფავორიტი რუსული “ხიმკი” დაამარცხა, დღეს კი, სალონიკში პაოკ-ის ძლევამდე ცოტა დააკლდა.

იტალიელები ბოლო წამებამდე იგებდნენ, თუმცა, სამქულიანი მიიღეს და 77:78 დამარცხდნენ. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 15:56 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა მხრიდან ამერიკელები – დექუან ჯონსი (16), დარიუს ჯონსონი-ოდომი (14) და ერიკ უილიამსი (14) გამოირჩნენ, ბერძნულ გუნდს კი ასევე ამერიკელმა კევინ ლენგფორდმა ულიდერა 18 ქულით.

“კანტუ” მომდევნო მატჩს, 20 იანვარს, კვლავ სტუმრად, ფრანგულ “ლიმოჟთან” გამართავს, რომელიც “ხიმკისთან” გასვლით თამაშში 70:79 დამარცხდა.

0.114634