“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი აჰმად ბენალი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ბენალის შეძენა “ევერტონს” სურს. ლიბიის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველის გადაბირებით გლაზგოს “სელტიკიც” იყო დაინტერესებული, თუმცა “ბრეშას” მოთამაშემ შოტლანდიის პრემიერლიგაში თამაში არ ისურვა.
“დეილი მირორის” ცნობით, იტალიურ კლუბსა და “ევერტონს” შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. “ბრეშა” სერია ბ-ს წარმომადგენელია და ახლა დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას.
აჰმადი “მანჩესტერ სიტის” აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. მას უთამაშია ინგლისის 17-წლამდე ნაკრებში, ხოლო შემდეგ ლიბიის ეროვნული გუნდის მაისური მოირგო.