საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ეტაპი წარმატებით დაიწყო. ალიკ სარქისიანის გუნდმა ესტონეთის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად, 6:3 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ბრაზილიელმა რონიმ გახსნა. საწყის წუთებში დაწინაურებულ ქართველებს ვერაფრით უპასუხეს ესტონელებმა, რასაც ძაბირაძის დუბლი და ტიკურიშვილის გოლი მოჰყვა. მატჩში მხოლოდ ძაბირაძეს არ შეუსრულებია დუბლი, მის მსგავსად ორი გოლი გაუტანა მეტოქეს სებისკვერაძემ. სწორედ სებისკვერაძემ დასვა შეხვედრის საბოლოო წერტილი. მის მიერ ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ესტონელი მეკარის კარში რიგით მეექვსე გოლი გავიდა, თუმცა ამ გოლამდე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რაც გოლებშიც აისახა.
მაშინ როცა ანგარიში 4:0 იყო, ალექსეევმა შეამცირა სხვაობა, თუმცა სებისკვერაძემ აღადინა წონასწორობა. შემდეგ ტასკამ კვლავ შეამცირა სხვაობა და მესამე გოლი მისმა თანაგუნდელმა პააპსიმ გაიტანა.
შემდეგ მატჩს ქართველები 15 იანვარს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის დროით 19:30 საათიდან გამართავენ.
საქართველო – ესტონეთი 6:3
კაუნასი, “დარიუს და ჟირენასის სპორტული ცენტრი”
საქართველო: ბუკია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი (კაპიტანი), რონი, ტიკურიშვილი
სათადარიგოები: კეფაშვილი, ჭანუკვაძე, ლუკავა, კობაიძე, თოდუა, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი
ესტონეთი: რაიანდო (კაპიტანი), კოსტინი, სმეტანინი, ტსურილკინი, ბოსტროვი
სათადარიგოები: პუკინენი, რუბელი, ტასკა, პააპსი, სტაროდუბი, ანტონოვი, ალექსანდროვი, ალექსეევი
მთავარი მწვრთნელი: დიმიტრი სკიპერსკი
გოლები: 1:0 რონი (0:20), 2:0, 3:0 ძაბირაძე (01:36, 06:07), 4:0 ტიკურიშვილი (16:58), 4:1 ალექსეევი (25:39), 5:1 სებისკვერაძე (36:06), 5:2 ტასკა (37:58), 5:3 პააპსო (39:27), 6:3 სებისკვერაძე (39:41)
მთავარი მსაჯი: გავინ სერთაინი (ინგლისი)