“ფულემის” 29 წლის ფეხბურთელის ბრაიან რუისის შეძენა “ვალენსიას” სურს. “დეილი მირორის” ცნობით, ესპანური კლუბი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რუისს კვირაში 45 000 სტერლინგს გადაუხდის. ლა ლიგის კლუბმა კარლეს ჟილი “ასტონ ვილაში” გაუშვა და გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო.
კოსტა რიკელი ცაცია 2011 წლიდან ინგლისურ კლუბში თამაშობს, გასულ წელი ნახევარი სეზონით “პსვ-ში” იჯარის წესით გაატარა, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი “ფულემს” დაუბრუნდა. მან ინგლისის ჩემპიონშიფის 15 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
რუისმა სახელი “გენტსა” და “ტვენტეში” თამაშისას გაითქვა, თუმცა ინგლისის სტადიონებზეც არაერთი კარგი მატჩი ჩაუტარებია.