ფეხბურთი

19:27 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას “იუნაიტედი” უყვარს

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ინგლისურ მედიასთან საუბარში აღიარა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ისევ მის გულშია.

“ფერგიუსონი მეუბნებოდა, რომ ჩემი სათამაშო დროც მოვიდოდა, მაგრამ მე მოუთმენელი ადამიანი ვარ. ამაზე მეტის თქმა არ მსურს. მე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიყვარს”, - განაცხადა პოგბამ.

21 წლის ფრანგი ნახევარმცველი “წითელი ეშმაკებიდან” “იუვენტუსში” 2012 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.

0.103921