“ბარსელონას” ფეხბურთელები, ჩავი ერნანდესი და ნეიმარი ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში “ელჩეს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.
ჩავის, ბოლო დროს, მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც ვეტერანმა ნახევარმცველმა გუნდის ბოლო 2 თამაში გამოტოვა.
ნეიმარმა კოჭის ტრავმა გასულ უქმეებზე “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.
ნეიმარისა და ჩავის ტრავმები სერიოზული არაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თასის პირველი თამაში “ბარსას” 5:0 აქვს მოგებული, ლუის ენრიკემ გადაწყვიტა არ გაერისკა და ისინი განაცხადს მიღმა დაეტოვებინა.