ფეხბურთი

19:10 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონს” 6 ახალწვეული ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონს” ექვსი ახალწვეული ჰყავს: გიორგი ჭანკოტაძე, დათა სიჭინავა, გიორგი მიქაბერიძე, დათო საჯაია, გიორგი ბერიძე და სანდრო გურეშიძე.

13-14 იანვარს ბოლნისელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო 15 იანვარს ვარჯიშს განაახლებენ.

“სიონი” პირველ თებერვლამდე საქართველოში მოემზადება და 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შემდეგ ანთალიაში გაემგზავრება, სადაც 13 თებერვლამდე დარჩება. ბოლნისელები სასტუმრო “ატლანტისში” დაბინავდებიან და შეკრებაზე 5 სპარინგს ითამაშებენ.

0.137492