ფეხბურთი

13:11 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონის პირველი წრის იმედგაცრუებათა სიმბოლურში

ჰოლანდიური ინტერნეტპორტალ voetbalcentraal.nl-ის ვერსიით, არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის პირველი წრის იმედგაცრუებათა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

პირველ წრეში “ვიტესის” 27 წლის კაპიტანმა 17-დან 11 მატჩი ჩაატარა. ერთი პერიოდი ის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, მაგრამ პირველი წრის მიწურულს საწყის თერთმეტეულში ადგილი დაიბრუნა.

0.120751