იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის “ინტერის” და რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გეორგ პუშკაში შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესით “ჯენოაში” გადავიდეს.
გენუელებს ალესანდრო მატრი დაუშავდათ და იტალიელი “ჯენოას” ნახევარი თვით ვერ დაეხმარება, შესაბამისად მის შემცვლელად ქართველთათვის ნაცნობი პუშკაში მოიაზრება.
“ნერაძურის” თავდამსხმელმა თბილისში გამართულ 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მატჩში პირველივე წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მაშინ პატარა “ჯვაროსნებმა” შეხვედრა 3:1 მოიგეს და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვეს.
18 წლის ახალგაზრდა რუმინელი ტალანტი “ინტერის” განაცხადში კი ხვდება ხოლმე, მაგრამ მთავარ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. მიმდინარე სეზონში იტალიის პრიმავერა ბ-ში პუშკაშმა 10 მატჩი ჩაატარა და თავი 15-ჯერ გამოიჩინა. შესაძლებლობების გამოსავლენად კი, კახა კალაძის ყოფილი გუნდი “ჯენოა” ცენტრალური თავდამსხმელისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება.