ქართველის სუმოისტები – ტოჩინოშინი და გაგამარუ ჰაცუ ბაშოზე კარდინალურად განსხვავებული შედეგით ასპარეზობენ. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ლევან გორგაძეს 4-ვე ბრძოლა წაგებული აქვს, ძურიოში კი თეიმურაზ ჯუღელმა ყველა შერკინება მოიგო.
იოკოძუნებთან წარუმატებელი სერიის კვალად, დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ოძეკი კისენოსატოს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელსაც 1 მარცხი უკვე გააჩნია.
რაც შეეხება გაგამარუს, მან დასავლეთის პირველი ნომერი ვაკანოსატო ოშიდაშით დაჯაბნა, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის მე-6 ნომერ ტამაასუკასთან ელის. ისიც ვთქვათ, რომ ჯუღელი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება.
4 დღის თავზე მაკუუჩიში დაუმარცხებელი 3 სეკიტორიღაა: იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ოკინოუმი.
ჰაცუ ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Iმედია ხვალაც გაგვახრებს რო დადებს ის იაპონელი ვიდეოს დაალინკეთ
მოიგო ტოჩიმ როგორც იქნა, თან უვატენაგეთი. კაია, ეგ 1 და სხვა მრავალი
ტოჩი ხვალ ამინიშიკის ხვდება, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.
Vიდეო ატვირთეთ რა
Gაგა ჯიგარი ხარ დარჩენილი 10დან 5 უნდა მოიგოს კიდე და იქ დაბრუნდება სადაც მისი ადგილია მერე იმედია სუმოს ტიტანებსაც მოუხერხებს რამეს. Mიდი ტოჩი შენც უნდა გაგვახარო დღეს ჯერ კიდევ გაქვს დადებიტი ბალანსის შანსი თუმცა ვაკვირდები როცა ტოჩი ცუდად იწყებს მერე უჭირს კონცენტრაცია
გაგამ დღესაც მოიგო და 5-0 აქვს. ტოჩი მიდი დღეს მაინც გატეხე ნავსი
თან კოტენაგეთი მოუგია, ღმერთმა ქნას ხშირად შეძლოს ტექნიკური ილეთებით მოგება.
მიდი რა ტოჩი გამოფხიზლდი, გაგა მაგარია გასულ ბაშოზე ვამბობდი თუ დადებითი დააფიქსირა მომდევნოზე დაგლიჯავსთქო და გამართლდა ჩემი პროგნოზი წელს უეჭვეული უნდა გადმოვიდეს ელიტაში
მიდი ტოჩი უნდა გამოფხიზლდე. გაგას კარგი სტარტი აქვს.