ჩოგბურთი

14:44 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის დასანანი მარცხი

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი 32-ე ნომრად განთესილ ხორვატ მატე დელიჩს გაეჯიბრა და მატჩი, რომელიც ორ საათსა და ხუთ წუთს გაგრელდა, 6:3, 6:7 (4:7), 8:6 დათმო.

მარცხი ძალიან დასანანი გახლდათ, რადგანაც ბასილაშვილს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, მეტოქეზე მეტი გათამაშება (121:119) მოიგო, 10-დამ 2 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება ერთადერთხელ დათმო. ნიკოლოზმა 2 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუსვა, პირველ მოწოდებაზე კი 70%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

ვინაიდან, საქართველოს მონაწილე არც ქალთა საკვალიფიკაციო ბადეში ჰყავს, ავსტრალიის ღია პირველობა ჩვენებურთა გარეშე გაგრძელდება. ისიც ვთქვათ, რომ აწ უკვე აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ტატიშვილი კვალიფიკაციაში 24-ე ნომრადაა განთესილი და ძალებს ბრიტანელ იოჰანა კონტასთან მოსინჯავს.

0.116457