29 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ, რომელიც მოსკოვის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შესაძლოა კარიერა თურქეთის “ბეშიქთაშში” განაგრძოს.
Turkish Football-ის ცნობით, სტამბოლელები სერიოზულად არიან ფრანგის სამსახურით დაინტერესებული და მას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ.
რადგან დიარათი მილანის “ინტერი” და შოტლანდიური “სელტიკიც” არიან დაინტერესებულნი და ამან შესაძლოა თურქული კლუბის ოცნება აუხდენელი დატოვოს, ისინი პარალელურ რეჟიმში “ნაპოლის” საყრდენი ნახევარმცველის გეკხან ინლერის კანდიდატურასაც განიხილავენ.
დიარას “ლე ავრში”, “ჩელსიში”, “არსენალში”, “პორტსმუთში”, მადრიდის”რეალში”, “ანჟისა” და “ლოკომოტივში” აქვს ნათამაშები. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მან 28 შეხვედრა ჩაატარა.