კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის მურიელიმ “სამპდორიაში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და მისი “უდინეზედან” ტრანსფერი გარკვეული ვადით შეფერხდა.
არადა, ორიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, 23 წლის ფეხბურთელი გენუელთა განაცხადშიც გამოჩნდა და უდინელებს მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო უნდა მიეღოთ, მაგრამ...
Sky Italia-ს ცნობით, სამედიცინო გამოკვლევის მიერ აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება და “სამპდორიაში” ფიქრობენ, რომ ეს სატრანსფერო ღირებულების შემცირების სერიოზული მიზეზია. გენუელთა წარმომადგენლები კოლუმბიელის განათხოვრების წესით აყვანაზეც თანახმანი არიან, მისი სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით.
ახლა ჯერი “უდინეზეზეა” და კვანძიც მათი პასუხის შემდეგ გაიხსნება.