ფეხბურთი

2:13 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” შემდეგ ეტაპზეა

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპი ერთი შეხვედრით დაიწყო. “მილანმა” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო, რომელთანაც ერთი კვირის წინ ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დამარცხდა.

ფილიპო ინძაგის გუნდმა ამჯერად შეცდომა არ დაუშვა და მეოთხედფინალის საგზური ირგუნა. მართალია მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც. ანგარიში 39-ე წუთზე ჯამპაოლო პაცინიმ გახსნა, რომელსაც ინძაგი წლეულს ფაქტობრივად არ სწყალობს. 30 წლის ფორვარდმა ანდრეა პოლის კარგი გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა. მეორე ნახევრის შუაში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი თერთმეტმეტრიანით ნიკოლა სანსონემ გამოიჩინა. “როსონერიმ” მობილიზება თამაშის დასრულებამდე მაინც მოახერხა და 86-ე წუთზე ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგის წყალობით შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გოლი გაიტანა. საბოლოოდ “მილანმა” 2:1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე “ტორინოსა” და “ლაციოს” შორის საუკეთესოს შეხვდება.

“მილანი” – “სასუოლო” 2:1 (1:0)

მილანი, “სან სირო”

“მილანი” (4-3-3): აბიატი; აბატე, ძაპატა, ალექსი, დე შილიო (ბონერა 46); პოლი დე იონგი, ბონავენტურა; ჩერჩი (მონტოლივო 82), პაცინი, ელ შაარავი

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

“სასუოლო” (4-3-3): პომინი; ვრსიალკო, ანტეი, კანავარო, ლონგი; კრისბა (ბერარდი 87), მისიროლი, ბიონდინი; პავოლეტი (ძაძა 85), ფლოკარი, სანსონე (ფლორო ფლორესი 87)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 პაცინი (39), 1:1 სანსონე (64), 2:1 დე იონგი (86)

გაფრთხილება: ძაპატა (39) – მისიროლი (67), ბიონდინი (76), კანავარო (85), ანტეი (90)

0.11536