ფეხბურთი

22:22 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოს მომავალი გაურკვეველია

“მანჩესტერ იუნაიტედის” კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს აგენტმა არ იცის, რომელ კლუბში ითამაშებს მისი კლიენტი მომდევნო სეზონში.

ფალკაო, რომელიც “მონაკოს” საკუთრებაა, “მანჩესტერში” არენდით თამაშობს. “წითელ ეშმაკებს”, სეზონის ბოლოს 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით არ იგრძნობა, რომ ინგლისელებს ფალკაო ჭირდებათ. რადამელმა, “იუნაიტედის” მაისურით, 13 თამაში ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა.

“არ ვიცი, დარჩება თუ არა ფალკაო “მანჩესტერში”. გულშემატკივრებისთვის რთული სიტუაციაა შექმნილი, რადგან მათ კლუბში თამაშობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, რომელიც ნებისმიერ გუნდში ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნებოდა.

ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ფალკაო მომდევნო სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდში ითამაშებს. არ ვიცით, იქნება თუ არა ეს “მანჩესტერი”. – განაცხადა კოლუმბიელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა.

0.110592