“ლიონის” პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა მისი გუნდის ლიდერს, ალექსანდრ ლაკაზეტს გარეთ ბეილზე უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ფრანგები 23 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არ აპირებენ.
“ალექსანდრ ლაკაზეტი გარეთ ბეილზე ძლიერია. ის შეუფასებელია.” – აცხადებს “ლიონის” პრეზიდენტი.
ლაკაზეტი, მიმდინარე სეზონში, ძალიან შედეგიანია. “ლიონის” მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში მან 22 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.