“ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
ბოლო დროს, “ბარსელონადან” მესის შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელდა. 12 იანვარს, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე არგენტინელმა განაცხადა, რომ მან არ იცის, თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. მოგვიანებით, მესის ამ კომენტარზე განმარტების გაკეთება მოუხდა.
“ვთქვი, რომ ფეხბურთში არასდროს იცი, რა გელის მომავალში. გუნდიდან წასვლაზე ან მსგავს რამეზე არ ვფიქრობ.
ბევრი საუბარი არ შემიძლია, რადგან ადამიანები აქედან საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ.” – განაცხადა ლეო მესიმ.