ინგლისური გამოცემა "დეილი სტარი" გვამცნობს, რომ ლონდონის "არსენალი" ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველის ვილიამ კარვალიოს შეძენასთან ახლოსაა. "მეთოფეები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ კარვალიოთი დაინტერესებას "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენდნენ.
22 წლის პორტუგალიელი "სპორტინგის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და პორტუგალიის ჩემპიონატში 44 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. კარვალიოს პორტუგალიის ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. მან მონაწილეობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო.