ტურინის "იუვენტუსის" და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა იტალიურ მედიას თავის კლიენტის მომავალზე ესაუბრა. რაიოლას თქმით, მისი კლიენტი ტურინში ბედნიერია, მაგრამ სათანადო მომენტში გუნდის შეცვლა გამორიცხული არაა.
"კონტრაქტი ახლახან გავახანგრძლივეთ და ამით პოგბა კმაყოფილია, მაგრამ, როდესაც წასვლისთვის შესაფერისი დრო დადგება, ჩვენ ამაზე დავფიქრდებით, თუმცა, არ ვიცი, შესაფერისი დრო როდის მოვა", - განაცხადა რაიოლამ.
პოლ პოგბა "იუვეს" ღირსებას 2012 წლიდან იცავს და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება არ გასჭირვებია. ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. მას ტურინელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.