აშშ-ის ღია პირველობის 2009 წლის გათამაშების ჩემპიონმა, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ შარშანდელი თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა. მსოფლიო რეიტინგსიის ექსმეოთხე ჩოგანმა სიდნეიში სერგეი სტახოვსკის 6:3, 7:6 მოუგო. დელ პოტრო სიდნეის შეჯიბრების მოქმედი გამარჯვებულია და მეორე წრეში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება.
სტახოვსკის დამარცხების შემდეგ 26 წლის “დელპო” სიხარულს ვერ მალავდა: “11 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად გავედი კორტზე და საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგად ვაწოდებდი, ფორჰენდიც ძველებურად გამომდიოდა. სიხარული არგენტინაში ჩემ ქომაგებს მსურს გავუზიარო. კარგ ხასიათზე ვარ, თამაშის წყურვილი მაქვს და ფონინის წინააღმდეგაც შესაბამის ასპარეზობას ვიმედოვნებ”.