ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსის" ისტორიაში შევიდა. ალეგრიმ თავის ახალ გუნდს სერია A-ს 18 ჩატარებულ შეხვედრაში 43 ქულა მოაპოვებინა. სადებიუტო სეზონში კი ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს ჰქონდა (2004-2005). მარჩელო ლიპის დროს, თავის პირველ სეზონში საწყის 18 ტურში გუნდს 39 ქულა ჰქონდა, ხოლო ანტონიო კონტეს - 38. ალეგრი საუკეთესოა ბურთების მაჩვენებლის მხრივაც. 38 გატანილი და 9 გაშვებული გოლი სადებიუტო წლისთვის "იუვეს" ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ალეგრის დამოძღვრილი გუნდი სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს და მდევარ "რომას" 3 ქულით უსწრებს, პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიცაა გასული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვან გაალი ყრე
უკეთესია ვნახოთ რუნის გარეშე როგორ ითამაშებენ ასეთ ფორმაში მყოფი რუნი ვფიქრობ ანელებს შეტევას სულ მინდოდა სკამზე დაესვა 1-2 თამაში მაინტერესებდა რანაირად ითამაშაბდნენ და ვნახოთ ...
მაგარი გა................. აქვთ ლიგაზე ჩარჩებიან ჯგუფში ნიჩიასც არ ყოფნით ბოლო ტურში ვოლსბურგთან თუ პსვმ მოიგო სახში და სავარაუდოდ მოიგებს კიდეც ამათ კიდე ძააან გაუჭირდებათ გერმანიაში მგლების დამარცხება