მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ხავიერ “ჩიჩარიტო” ერნანდესი კარიეროს ევროპაში გაგრძელებას გეგმავს.
AS-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა MLS-ის კლუბებისგან - “ჩიკაგო ფაირისა” და “ლოს-ანჯელეს გელექსისგან” მიმზიდველი წინადადებები მიიღო, მაგრამ მექსიკელმა ევროპის დატოვება იუარა.
ჩიჩარიტოს სატრანსფერო უფლება “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის და “რეალში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით თამაშობს. ვარაუდობენ, რომ ერნანდესი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდება, რადგან “სამეფო კლუბი” მისი კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. “რეალის” მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში ჩიჩარიტომ 4 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წადი მილანში იდიალურია შენთვის
ვერ განვიტარდააააააააააააააააააა
ამას რეალში დარჩენის იმედი ხომ არ აქვს?
რეალში შეიძლება არა, მარა ევროპაში ნამდვილად შეუძლია თამაში