ფეხბურთი

14:34 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანელკას ალჟირში თამაშის ნებას არ რთავენ

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ ნიკოლა ანელკას ამ ქვეყნის კლუბ “ჰუსეინ დეიში” თამაშის ნება არ დართო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 35 წლის ფეხბურთელი შესაძლოა “ჰუსეინ დეიში” გადასულიყო, გუშინ გახდა ცნობილი. კლუბის პრეზიდენტმა მაჰფუდ ზმირლიმ საზოგადოების გახარებაც მოასწრო, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ნიკოლას ალჟირში მუშაობის უფლება ჯერ არ ჰქონდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, საქმე ისაა, რომ ალჟირის კანონმდებლობის თანახმად ლეგიონერს, რომლის ასაკიც 27 წელს აღემატება, ამ ქვეყნის კლუბში თამაშის უფლება არ აქვს. ანელკამ ფეხბურთის ფედერაციას მუშაობის უფლების თხოვნით უკვე მიმართა.

“კანონში ყველაფერი ზედმიწევნით გარკვევით წერია. მოთამაშე-ლეგიონერები, რომელთა ასაკიც 27 წელიწადს აღემატება, ალჟირულ კლუბებთან კონტრაქტს ვერ გააფორმებენ”, - წერია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამრიგად, თუ ანელკას “ჰუსეინ დეისთან” კონტრაქტის გაფორმების უფლებას არ მისცემენ, ამ კლუბთან მისი 18-თვიანი კონტრაქტი ძალაში ვერ შევა.

0.127534