“ვესტ ბრომვიჩის” არგენტინელმა ნახევარმცველმა სებასტიან ბლანკომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს.
26 წლის ფეხბურთელი “ნისლიან ალბიონზე” გასული წლის ზაფხული ხარკოვის “მეტალისტიდან” 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ნახევარ წელიწადში “ვესტ ბრომვიჩის” პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Info Fichajes.com-ის ცნობით, ბლანკოს შეძენით ესპანური კლუბები “დეპორტივო” და “ვილიარეალი” არიან დაინტერესებული. გალისიელები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვიან და სათადარიგოთა სკამის გაფართოებაზე ფიქრობენ, ხოლო “ყვითლების” სამწვრთნელო შტაბი მასში “ატლეტიკოში” წასული კანის შემცვლელს ხედავს.
გარდა ამ ორი ესპანური კლუბისა ბლანკოთი “სან-ლორენსო” და ბერძნული “ოლიმპიაკოსი” არიან დაინტერესებული.