ჭიდაობა

10:13 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

12 მედალი რუმინეთიდან

ქართველმა სამბისტებმა 16-18 მაისს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვახტნგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ბესარიონ ბერულავასა (74 კგ) და ნიკო კუციას (82 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ) და ზვიად მეტრეველმა (+100) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ევროპირველობაზე მონაწილეობა საქართველოს ქალთა ნაკრებმაც მიიღო, ოღონდ არასრული შემადგენლობით, თუმცა 3 მედალი მაინც აიღო. თეა სუხიტაშვილი (68 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ) ვერცხლს დაეუფლნენ, ხოლო ირინე ლეონიძე (+80 კგ) – ბრინჯაოს.

საბრძოლო სამბოში კი დავით ჩოჩიშვილმა (82) და ნოდარ კუდუხაშვილმა (90 კგ) მეორე ადგილები დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128321