ფეხბურთი

12:09 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ოდეგაარდს დიდი პოტენციალი აქვს”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა და აწ უკვე მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 12 იანვარს ციურიხში გამართულ ფიფას გალა დაჯილდოების შემდეგ, ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და “სტრომგოდსეტის” ფეხბურთელ მარტინ ოდეგაარდზე კომენტარი გააკეთა.

“მარტინი კარგი ფეხბურთელია. ოდეგაარდი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც განვითარება კიდევ შეუძლია. მას კარგი მომავალი აქვს და ჩვენ უნდა მივცეთ დრო, რათა ისწავლოს და საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს. მას დიდი პოტენციალი აქვს. ნორვეგიელი მარცხენა ფეხს კარგად იყენებს”, - განაცხადა მადეირელმა ვარსკვლავმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის “რეალში” ასპარეზობს და ნორვეგიული მედიის ინფორმაციით ოდეგაარდის “სამეფო კლუბში” ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

0.128971