საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალ novasports.gr-ის ინფორმაციით, 29 წლის ქართველი მცველი საბერძნეთის სუპერლიგის “კერკირაში” ითამაშებს.
“კორფუს კლუბი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების მცველ აკაკი ხუბუტიასთან ითანამშრომლებს. მოთამაშემ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა” – ნათქვამია “კერკირას” ოფიციალურ განცხადებაში.
საბერძნეთში გადასვლამდე ხუბუტია უგუნდოდ იყო და გასულის შემოდგომის მიწურულს სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად ცხინვალის “სპარტაკში” ვარჯიშობდა.
“კერკირა” 18-გუნდიან სუპერლიგაში მე-11 ადგილზეა.